სტუდენტთა საისტორიო საზოგადოების ინიციატივით გაიმართა სტუდენტთა რესპუბლიკური კონფერენცია.

მიმდინარეობს საიტის განახლება

29 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტუდენტთა საისტორიო საზოგადოების ინიციატივით გაიმართა სტუდენტთა რესპუბლიკური კონფერენცია.

კონფერენცია მიეძღვნა აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 95-ე წლისთავს.

კონფერენციას მიესალმნენ რექტორის მოადგილე ეკატერინე გაჩეჩილაძე, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სულხან კუპრაშვილი, ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ომარ ნიშნიანიძე, არქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი მერაბ ჭუმბურიძე.

კონფერენციაში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები.

              501127772_2366122893781368_4884820200185310195_n.jpg  502536320_1104238105089042_7534163545885033028_n.jpg  495996884_1104238071755712_6209399480072616444_n.jpg

    494105197_1104237385089114_5301106361053303328_n.jpg 494647257_1104236701755849_856463520140511262_n.jpg 502604853_1104237621755757_154325581672216289_n.jpg