უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ Erasmus+ პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის PRODIGE ფარგლებში დაგეგმილ ვიზიტში

მიმდინარეობს საიტის განახლება

2025 წლის 26-30 მაისს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ Erasmus+ პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის PRODIGE ფარგლებში დაგეგმილ ვიზიტში, რომელსაც უმასპინძლა ესპანეთის დისტანციური განათლების სახელმწიფო უნივერსიტეტმა (UNED).

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმოადგენლებთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

პროექტი PRODIGE არის 3-წლიანი სტრუქტურული რეფორმის პროექტი, რომელიც ორგანიზებას უწევს მაღალი ხარისხის ციფრული განათლების (DE) დანერგვას საქართველოში.

პროექტის მხარდამჭერია ესტონეთის ხარისხისა და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტო და უნივერსიტეტების ქსელი, პროექტში ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 10 უმაღლესი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება და პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ბელგიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და ხორვატიიდან.

ხუთი დღის განმავლობაში, ქართული დელეგაცია დეტალურად გაეცნო ესპანეთის დისტანციური განათლების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო მოდელს და მის თანამედროვე ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, ინოვაციურ სასწავლო მეთოდებს, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებს, ასევე მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისებს.

From May 26 to 30, 2025, representatives of Shota Meskhia Zugdidi State University participated in a study visit organized within the framework of the Erasmus+ funded project PRODIGE, hosted by the National Distance Education University of Spain (UNED).

Alongside representatives from Georgian higher education institutions, the delegation also included members from the Ministry of Education, Science, and Youth of Georgia, as well as the National Center for Educational Quality Enhancement.

The PRODIGE project is a three-year structural reform initiative aimed at organizing the implementation of high-quality digital education (DE) in Georgia.

The project is supported by the Estonian Quality and International Accreditation Agency and a network of universities. It involves the Ministry of Education, Science, and Youth of Georgia, the National Center for Educational Quality Enhancement, ten Georgian higher education institutions, and partner educational institutions from Belgium, Estonia, Spain, and Croatia.

Over the course of five days, the Georgian delegation became closely acquainted with the educational model of the Spanish National Distance Education University, its modern technological infrastructure, innovative teaching methods, quality assurance systems, as well as its diverse educational programs and student support services.

 

              503480723_1037896631655048_298747352072321688_n.jpg 503492234_1037896511655060_8880827245471309333_n (1).jpg 503592457_1037896528321725_1599314426169833984_n.jpg

              503757158_1037896628321715_5828439667120199970_n.jpg 503806370_1037896564988388_9159818618917062970_n.jpg 503839694_1037896494988395_5341908936854953151_n.jpg