უნივერსიტეტში სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელთა "მშობელთა კლუბის" შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

მიმდინარეობს საიტის განახლება

2025 წლის 21 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელთა "მშობელთა კლუბის" შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

„მშობელთა კლუბი“ უნივერსიტეტში 2024 წელს ჩამოყალიბდა, რომლის ფარგლებშიც 25 მონაწილე გადამზადდა, მათ შორის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალი, მშობლები და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის "სკოლამდელი განათლების" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები. მონაწილეებს კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი მესამე მისიის ფარგლებში აგრძელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით.

        510744721_1052052430239468_2403590345931062754_n.jpg 510341795_1052052686906109_5841821539618655908_n.jpg 510484594_1052053040239407_8916201484083308502_n.jpg

    510967380_1052052996906078_3485857892310984719_n.jpg 512707080_1052052943572750_4232133788843047608_n.jpg 512666579_1052052526906125_2224784658486676208_n.jpg