ტრენინგი: ციფრული განათლება უმაღლეს განათლებაში - ციფრული განათლების მახასიათებლები, შესაძლებლობები და გამოწვევები
2025 წლის 4-6 თებერვალს, Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRODIGE “PROmoting high-quality DIGital Education in Georgia” ფარგლებში, გაიმართა სამდღიანი ტრენინგი თემაზე: ციფრული განათლება უმაღლეს განათლებაში - ციფრული განათლების მახასიათებლები, შესაძლებლობები და გამოწვევები. ტრენინგების სერია ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობა მიიღეს კონსორციუმის წევრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა. ტრენინგებს უძღვებოდნენ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
პროექტი PRODIGE არის 3-წლიანი სტრუქტურული რეფორმის პროექტი, რომელიც ორგანიზებას უწევს მაღალი ხარისხის ციფრული განათლების (DE) დანერგვას საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია ესტონეთის ხარისხისა და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტო და უნივერსიტეტების ქსელი, პროექტში ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 10 უმაღლესი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება და პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ბელგიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და ხორვატიიდან. პროექტის კოორდინატორია EFMD.