კონსორციუმის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა
2024 წლის 16-17 დეკემბერს, Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRODIGE “PROmoting high-quality DIGital Education in Georgia” ფარგლებში, კონსორციუმის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა (Kick-off-Meeting) გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტში.
კონსორციუმის წევრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა განიხილეს ციფრული განათლების სტრუქტურა და პროექტის ეფექტურად წარმართვის მნიშვნელოვანი დეტალები.
პროექტი PRODIGE არის 3-წლიანი სტრუქტურული რეფორმის პროექტი, რომელიც ორგანიზებას უწევს მაღალი ხარისხის ციფრული განათლების (DE) დანერგვას საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია ესტონეთის ხარისხისა და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტო და უნივერსიტეტების ქსელი, პროექტში ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 10 უმაღლესი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება და პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ბელგიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და ხორვატიიდან. პროექტის კოორდინატორია EFMD.