საჯარო ლექცია ,,ფსიქოსომატიკა''

მიმდინარეობს საიტის განახლება

ფსიქოსომატიკა არის მეცნიერების დარგი, რომელიც იკვლევს ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობების გავლენას ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ის აერთიანებს ფსიქოლოგიისა და მედიცინის მიდგომებს და ცდილობს გაიგოს, როგორ იქმნება ან ძლიერდება ფიზიკური დაავადებები ფსიქიკური ფაქტორების — შფოთვის, სტრესის, დეპრესიის, ემოციური ტრავმის ან გადაუჭრელი შინაგანი კონფლიქტების — ზემოქმედებით.

საჯარო ლექციას გაუძღვება კესო სოსელია - ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ქცევის თერაპევტი.

 27|06|2025. აუდიტორია 307 | 13:00 საათი. დასწრება თავისუფალია