შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 2025 წლის 26 ივნისიდან აცხადებს კონკურსს რექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად 

მიმდინარეობს საიტის განახლება

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 2025 წლის 26 ივნისიდან აცხადებს კონკურსს რექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 10 წლის სტაჟი.  

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე.
2.სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია .
3. სამოტივაციო წერილი.
4. ავტობიოგრაფია/CV.
5. დიპლომის/ების ასლი.
6. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 
7. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერტიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8. ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან კანდიდატის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
 9. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 
10. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
11.   2 ც  ფოტოსურათი ¾.
12. ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ.

კანდიდატთა  საბუთები მიიღება 2025 წლის 29 ივლისიდან 2025 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით უნივერსიტეტში (ოთახი N221, აკადემიური საბჭოს სამდივნო) დილის 10 საათიდან 17 საათამდე,  მისამართზე-ზუგდიდი, ჯანაშიას ქ.№14  (შაბათ-კვირის გარდა). აკადემიური საბჭოს მიერ საბუთების/წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხილვა ჩატარდება 2025 წლის 14 აგვისტოს, არჩევნები ჩატარდება  2025 წლის  19 აგვისტოს.