სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის გადამზადება

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი მესამე მისიის შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში აგრძელებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით.

2025 წლის ივლისიდან დაგეგმილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის გადამზადება უნივერსიტეტის პერსონალის მიერ აქტუალურ თემაზე: „ბავშვთა უფლებები და რეფერირება.“ აღნიშნული  ხელს შეუწყობს ბავშვის უფლებების შესახებ ცოდნის შექმნას, გავრცელებასა და პოპულარიზაციას.