პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025 წლის საგაზაფხულო მიღება

მიმდინარეობს საიტის განახლება

ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025 წლის საგაზაფხულო მიღების აპლიკანტებისთვის

გაცნობებთ, რომ 2025 წლის საგაზაფხულო მიღების პროფესიულ ტესტირებასა და/ან გასაუბრებაში მონაწილე აპლიკანტებისთვის რეიტინგის შედეგები და ჩარიცხვის უფლება პირველადი სახით გამოქვეყნდება 25-26 ივნისს სარეგისტრაციო სისტემაში.

  • იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციისას რამდენიმე პროგრამა გქონდათ არჩეული, თითოეულზე რეიტინგის შესაბამისად მინიჭებული ადგილი და სტატუსი ხელმისაწვდომი იქნება ერთიანად.
  • გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ შედეგებს და საბოლოო არჩევანი იმ პროგრამაზე, რომელზეც მოიპოვეთ ჩარიცხვის უფლება, დააფიქსიროთ სარეგისტრაციო სისტემაში 2025 წლის 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით.

საბოლოო არჩევანის დაფიქსირება სავალდებულოა პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის!

ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებია:
2025 წლის 3 ივლისი – 15 ივლისი.
სასწავლო პროცესი დაიწყება 2025 წლის 15 სექტემბრიდან.

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
პროფესიული განათლების ზუგდიდის ცენტრი:

მანანა სამუშია -  ტელ: 557 44 09 22
მარი ბოჭორიშვილი - ტელ: 577 31 57 51

პროფესიული განათლების სენაკის ცენტრი:

მანანა ჭანტურია - ტელ:595 09 71 98
თეა გოგინავა - ტელ: 592 50 07 76