სემინარი „ბავშვის უფლება – ჩემი პასუხისმგებლობა“
უწყვეტი განათლების ცენტრი ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრის ფარგლებში ჩაატარებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო სემინარს თემაზე: „ბავშვის უფლება – ჩემი პასუხისმგებლობა“.
სემინარი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მათში პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებას. შეხვედრა აერთიანებს სამართლებრივ ცოდნას, რეალურ ქეისებს და დისკუსიას თემებზე, როგორიცაა ზრუნვა, ჩაგვრის პრევენცია, თანატოლთა მხარდაჭერა და სოციალური სამართლიანობა.
მონაწილეები გაიგებენ, რას ნიშნავს ბავშვთა უფლებები საერთაშორისო და ადგილობრივ კონტექსტში, რატომ არის თითოეული მათგანის პასუხისმგებლობა თანატოლების მხარდაჭერა და როგორ შეუძლიათ თავად იყვნენ აქტიური მოქალაქეები.
ვისთვის არის:
მოზარდებისთვის, უფროსკლასელებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდული ლიდერებისთვის, პედაგოგებისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს, რომ იყოს ბავშვთა უფლებების დამცველი საკუთარ გარემოში.
ფორმატი: საინფორმაციო/ინტეგრირებული დისკუსია
ხანგრძლივობა: 2 საათი
ფორმატი: აუდიტორიული ან ჰიბრიდული
თარიღი: 2025 წლის დეკემბერი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
tgogia@zssu.edu.ge