რეგისტრაცია დაიწყო: პროფესიული გადამზადების პროგრამა "სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვა"
რეგისტრაცია დაიწყო: პროფესიული გადამზადების პროგრამა "სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვა".
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს პროფესიულ გადამზადების პროგრამაზე მსმენელთა რეგისტრაციას!
პროგრამის განხორციელების ვადები:
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ორი ნაკადი:
პირველი ნაკადი:
რეგისტრაცია: 18 ივნისი – 25 ივნისი
შერჩევა: 26 ივნისი – 2 ივლისი
შედეგების გასაჩივრება: 30 ივნისი – 2 ივლისი
დოკუმენტაციის წარმოდგენა, რანჟირება, ჩარიცხვა, ხელშეკრულებები: 3 ივლისი – 5 ივლისი
სასწავლო პროცესის ვადები: 7 ივლისი – 13 სექტემბერი
მეორე ნაკადი:
რეგისტრაცია: 15 სექტემბერი – 30 სექტემბერი
შერჩევა: 1 ოქტომბერი – 7 ოქტომბერი
შედეგების გასაჩივრება: 4 ოქტომბერი – 7 ოქტომბერი
დოკუმენტაციის წარმოდგენა, რანჟირება, ჩარიცხვა, ხელშეკრულებები: 8 ოქტომბერი – 11 ოქტომბერი
სასწავლო პროცესის ვადები: 13 ოქტომბერი – 20 დეკემბერი
პროგრამა განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის და მიზნად ისახავს მათთვის მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე მეთოდების სწავლებას.
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
პროფესიული განათლების დეპარტამენტი:
მანანა სამუშია ტელ: 557 44 09 22
ლანა ჯიქია: 568 95 22 44