ვორქშოპი თემაზე: „შენი პროფესიული სტარტი”.
უწყვეტი განათლების ცენტრი კარიერის განვითარების ცენტრის ფარგლებში გეგმავს ვორქშოპს თემაზე: „შენი პროფესიული სტარტი”.
მოკლე აღწერა:
„შენი პროფესიული სტარტი“ არის პრაქტიკული სესია, რომელიც ეხმარება სტუდენტებს და ახალგაზრდა პროფესიონალებს საკუთარი შესაძლებლობების ეფექტურად წარმოჩენაში – მათ შორის, რეზიუმეს შედგენაში, სამოტივაციო წერილის წერაში, სამსახურის ძიებასა და გასაუბრებაზე წარმატებით წარდგენაში.
შეხვედრისას მონაწილეები შეიმუშავებენ თავიანთ პირად CV-ს, დაწერენ მიზნობრივ სამოტივაციო წერილს და გაივლიან გასაუბრების სიმულაციას რეალური ცხოვრებისეული სცენარებით.
ვისთვის არის:
უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ფორმატი: პრაქტიკული ტრენინგი
ხანგრძლივობა: 2.5 საათი
ფორმატი: აუდიტორიული ან შერეული
თარიღი: 2025 წლის დეკემბერი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
tgogia@zssu.edu.ge

