ღია კარის დღე – "მწვანე პროფესია – დეკორატიული მებაღეობა მომავლისთვის"
ინფორმაცია ღია კარის დღის შესახებ – "მწვანე პროფესია – დეკორატიული მებაღეობა მომავლისთვის"
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ პროექტს „მწვანე პროფესია – დეკორატიული მებაღეობა მომავლისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს დეკორატიული მებაღეობის პროფესიის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას როგორც ახალგაზრდებში, ისე კარიერის შეცვლით დაინტერესებულ ზრდასრულ მოსახლეობაში.
პროექტი ხორციელდება დუალური სწავლების მიდგომით ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობით და მოიცავს ინფორმაციულ, საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებს, რაც ხელს უწყობს პროფესიის შესახებ პოზიტიური იმიჯის შექმნას.
ღია კარის დღე გაიმართება 2025 წლის ივლისის პირველ კვირაში, რომლის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შინაარსის, სწავლების პირობების, კარიერული შესაძლებლობებისა და პრაქტიკული საქმიანობის შესახებ.
სამიზნე აუდიტორია:
• სკოლის უფროსკლასელები (XI-XII კლასები);
• პროფესიული სტუდენტები;
• კარიერის შეცვლით დაინტერესებული ზრდასრულები;
• მშობლები და მასწავლებლები;
• ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები;
• ეკოლოგიური ორგანიზაციები;
• ქალები, ახალგაზრდები, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები (სოფლად მცხოვრები ქალები, სოციალურად დაუცველები, უმუშევრები, მარტოხელა მშობლები და სხვ.).
ღია კარის დღის მიზანია აღნიშნული ჯგუფებისთვის დეკორატიული მებაღეობის, როგორც თანამედროვე და პერსპექტიული პროფესიის, შესაძლებლობების გაცნობა.
ღონისძიების ზუსტი თარიღი და დრო ინფორმაციის სახით გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში.
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
პროფესიული განათლების დეპარტამენტი
მანანა სამუშია ტელ: 557 44 09 22

