იურიდიული კლინიკის ფარგლებში კომპლექსურ პროგრამა - „დოკუმენტიდან პროცესამდე“

მიმდინარეობს საიტის განახლება

უწყვეტი განათლების ცენტრი იურიდიული კლინიკის ფარგლებში გეგმავს კომპლექსურ პროგრამას - „დოკუმენტიდან პროცესამდე“.

ეს არის პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას ისწავლონ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება (სარჩელი, შესაგებელი, მტკიცებულება), გაეცნონ სასამართლო პროცესის ეტაპებს და საკუთარი თავი გამოსცადონ იმიტირებულ სასამართლო სხდომაში.
პროგრამა აერთიანებს თეორიას, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და რეალურ ქეისებზე მუშაობას, რაც ხელს უწყობს იურიდიული აზროვნების, ანალიტიკური უნარების და პროფესიული თვითდაჯერებულობის განვითარებას.

ვისთვის არის:
სტუდენტებისთვის, იურიდიული საკითხებით დაინტერესებული ყველა პირისთვის, ვისაც სურს უკეთესად გაიცნოს სამართლებრივი პროცესი პრაქტიკაში.
ხანგრძლივობა: სექტემბერი – ნოემბერი
ფინალი: იმიტირებული სასამართლო პროცესი რეალურ გარემოში
ფორმატი: შერეული – სემინარები, ვორქშოფები, ქეისებზე მუშაობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
tgogia@zssu.edu.ge