შრომის ბაზრის კვლევის ჩატარების შესახებ
ინფორმაცია ადგილობრივი შრომის ბაზრის კვლევის ჩატარების შესახებ
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას იღებს პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ადგილობრივი შრომის ბაზრის კვლევაში, რომელიც მიზნად ისახავს:
- შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების სიღრმისეული შესწავლას;
- სამუშაო ძალის კვალიფიკაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გამოვლენას;
- პროფესიული განათლების პროგრამების შრომის ბაზრის საჭიროებებთან მაქსიმალურ მისადაგებას.
კვლევის ფარგლებში დაგეგმილია 2025 წლის 1 ივლისს ფოკუს ჯგუფების ჩატარება უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც უნივერსიტეტის პარტნიორი, ასევე არაპარტნიორი ორგანიზაციები.
კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება პროფესიული განათლების პროგრამების შინაარსობრივი განახლებისა და შრომის ბაზრის საჭიროებებთან მეტად მორგებული შეთავაზებების შესაქმნელად.

