ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრის ფარგლებში ღონისძიება "ხმები აფხაზეთიდან"
უწყვეტი განათლების ცენტრი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრის ფარგლებში ჩაატარებს ღონისძიებას, რომელიც აერთიანებს მეხსიერებას, კულტურას, შემოქმედებასა და სოციალური საჭიროებების გააზრებას.
"ხმები აფხაზეთიდან"
მეხსიერება, იდენტობა და მომავლის ხედვა ერთ სივრცეში
მოკლე აღწერა:
„ხმები აფხაზეთიდან“ერთდღიანი ინტერაქტიური ღონისძიებაა, რომელიც ეძღვნება აფხაზეთის მეხსიერებას, კულტურას და აფხაზეთელი ახალგაზრდების საჭიროებების გაგებას. ის აერთიანებს საჯარო ლექციას, კულტურულ აქტივობებს, შემოქმედებით გამოხატვასა და სოციალურ კვლევას, რათა შექმნას სივრცე დიალოგისთვის, ემპათიისთვის და საერთო ხედვისთვის – წარსულიდან დღევანდელობამდე.
ვისთვის არის:
სტუდენტებისთვის, სკოლის უფროსკლასელებისთვის, მასწავლებლებისთვის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ამ საკითხით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის.
ფორმატი: ერთდღიანი კომპლექსური ღონისძიება
ხანგრძლივობა: 3-4 საათი
შედგება: საგანმანათლებლო (საჯარო ლექცია), კულტურული (ცეკვა), შემოქმედებითი (ნახატების გამოფენა, ლექსები) და კვლევითი ნაწილისაგან.
თარიღი: 2025 წლის ოქტომბერი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
tgogia@gmail.com