საინფორმაციო შეხვედრას „ერთი ენა – ბევრი გზა“
უწყვეტი განათლების ცენტრი ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას “ერთი ენა – ბევრი გზა”. ეს არის ინფორმაციული შეხვედრა ინგლისური ენის მნიშვნელობასა და გაცვლით პროგრამებზე მონაწილეობის გამოცდილებაზე
„ერთი ენა – ბევრი გზა“ არის ინსპირაციული შეხვედრა, რომელიც გამიზნულია სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ უკეთ გაიგონ, როგორ შეიძლება ინგლისური ენა გახდეს კარიერისა და საერთაშორისო გამოცდილებისკენ გამავალი გზა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები მოისმენენ რეალურ ისტორიებს, მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის და გაიგებენ, როგორ შეიძლება ინგლისურმა არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ შესაძლებლობები გაუხსნას.
ვისთვის არის:
სტუდენტებისთვის, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის და ყველასთვის, ვისაც აინტერესებს საერთაშორისო სწავლა, გაცვლითი პროგრამები და კარიერული განვითარება.
ფორმატი: შეხვედრა / დისკუსია / გამოცდილების გაზიარება
ხანგრძლივობა: 1.5–2 საათი
ფორმატი: აუდიტორიული ან ჰიბრიდული
თარიღი: 2025 წლის ოქტომბერი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
tgogia@zssu.edu.ge