პრაქტიკული პროგრამა მომავალ მეწარმეებისთვის — „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“
პრაქტიკული პროგრამა მომავალ მეწარმეებისთვის — „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“
უწყვეტი განათლების ცენტრი გეგმავს ტრენინგებს, რომლის მიზანია დამწყები მეწარმეებისა და იდეის მქონე ახალგაზრდებისთვის ბიზნესის შექმნისა და განვითარების აუცილებელი უნარების ჩამოყალიბება.
პროგრამა მოიცავს შემდეგ მოდულებს:
- SWOT ანალიზი — შენი ბიზნესიდეის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასება
- ბაზრის კვლევა — კონკურენტული გარემოსა და მომხმარებლის საჭიროებების ანალიზი
- სეგმენტის განსაზღვრა — მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევის და პროფილის შექმნის პრინციპები
- ბიზნეს გეგმის შედგენა — სტრუქტურირებული გეგმის ჩამოყალიბება ინვესტორებისთვის ან სტარტაპის განსავითარებლად
- სოც.მედიაში ბიზნესის მართვა — ციფრული არხების გამოყენება გაყიდვებისა და ცნობადობის გაზრდისთვის
- ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა — პრაქტიკული ნაბიჯები ონლაინ წარმატებისთვის
- იდეათონი — ინტენსიური ერთდღიანი პრაქტიკული სესია გუნდის მუშაობით, სადაც მონაწილეები წარადგენენ თავიანთ ბიზნესიდეებს
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო პროექტები შეძლებენ მენტორთან მუშაობას და შემდგომ მხარდაჭერას.
პროგრამის პერიოდი:
2025 წლის ოქტომბერი
(დასაწყისი და დეტალური განრიგი გამოცხადდება რეგისტრაციის შემდეგ)
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/4SnpKuNoYnRmRXru9
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2025წ
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
tgogia@zssu.edu.ge

