ვორქშოპი: “პროფესიული ბრენდინგი ციფრულ სამყაროში”

მიმდინარეობს საიტის განახლება

უწყვეტი განათლების ცენტრი კარიერის განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით პროფესიული განათლების სენაკის ცენტრის ბაზაზე გეგმავს ვორქშოპს თემაზე: “პროფესიული ბრენდინგი ციფრულ სამყაროში”.

შეხვედრის მიზნები
სტუდენტებმა გააცნობიერონ, რომ საკუთარი თავი (და არა მხოლოდ პროდუქტი/სამსახური) შეიძლება იყოს ბრენდი;
დაეუფლონ ელემენტარულ უნარებს თავიანთი ცოდნის და უნარების ეფექტურად წარმოსაჩენად;
გაიგონ ციფრული მარკეტინგის მთავარი ინსტრუმენტები, რაც შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი პოპულარიზაციისთვის;

შეხვედრის თარიღი: 2025 წლის ივლისი
სტრუქტურა: პრაქტიკული სემინარი + მცირე ვორქშოფი
ხანგრძლივობა: 1.5 – 2 საათი
აუდიტორია: პროფესიული კოლეჯის სტუდენტები (მრავალპროფილური მიმართულებები)

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
tgogia@zssu.edu.ge