სამდღიანი ტრენინგი: სწავლის პროცესი - ციფრული პედაგოგიკის ადაპტირება ციფრული განათლებისთვის.
2025 წლის 16-18 ივნისს, Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRODIGE “PROmoting high-quality DIGital Education in Georgia” ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ სამდღიან ტრენინგში თემაზე: სწავლის პროცესი - ციფრული პედაგოგიკის ადაპტირება ციფრული განათლებისთვის.
ტრენინგების სერია ჩატარდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში და მასში მონაწილეობა მიიღეს კონსორციუმის წევრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა. ტრენინგებს უძღვებოდნენ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
პროექტი PRODIGE არის 3-წლიანი სტრუქტურული რეფორმის პროექტი, რომელიც ორგანიზებას უწევს მაღალი ხარისხის ციფრული განათლების (DE) დანერგვას საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია ესტონეთის ხარისხისა და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტო და უნივერსიტეტების ქსელი, პროექტში ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 10 უმაღლესი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება და პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ბელგიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და ხორვატიიდან. პროექტის კოორდინატორია ბელგიური ორგანიზაცია EFMD.