საერთაშორისო შემოდგომის სკოლა
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2025 წლის 13-20 სექტემბრის პერიოდში ატარებს საერთაშორისო შემოდგომის სკოლას, რომელიც გაიმართება ზუგდიდში, უნივერსიტეტის კამპუსში.
შემოდგომის სკოლის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:
„დემოკრატიის კრიზისი: ორმხრივი სიმეტრიული აღიარება სახელმწიფოთა შორის და ძალაუფლების თანასწორი განაწილება“
(Crisis of Democracy: Mutual Symmetrical Recognition Between States and the Equal Distribution of Power)
კონფერენცია ფოკუსირებულია შემდეგ თემატურ მიმართულებებზე:
1. სამართლიანობის პრინციპი
2. აღიარების პრობლემა სახელმწიფოთა შორის
3. ადამიანის უფლებები
4. თანასწორი სამართლიანობა
5. თანამედროვე მსოფლიო წესრიგის წინაშე არსებული გამოწვევები
6. მშვიდობის შენარჩუნების გზები ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის კონტექსტში
7. დემოკრატიის საზომები და შეფასების კრიტერიუმები
8. საერთაშორისო სამართლის როლი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების რეგულირებაში
შემოდგომის სკოლის პროგრამა მოიცავს:
- მოწვეული პროფესორებისა და მკვლევართა საჯარო ლექციებს წამყვანი უცხოური უნივერსიტეტებიდან
- თემატურ სემინარებსა და დისკუსიებს
- კულტურულ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო ექსკურსიებს

