კონკურსი ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების“  საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე ასისტენტ პროფესორისა და ასისტენტის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

მიმდინარეობს საიტის განახლება

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2025 წლის 26 ივნისიდან აცხადებს კონკურსს ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების“  საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე ასისტენტ პროფესორისა და ასისტენტის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობის   დასაკავებლად
 
,,ინფორმაციული ტექნოლოგიების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
 
ა) ასისტენტ პროფესორი  -  3 საშტატო ერთეული.
ბ) ასისტენტი  -  1 საშტატო ერთეული.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: 

   1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.
   2. გასაუბრება/პრეზენტაცია.   

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 წლის ვადით.

ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 წლის ვადით.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი  ხელშეკრულებით.
  
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
2. სამოტივაციო წერილი.
3. ავტობიოგრაფია.
4. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.
5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.
7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.
8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების  სია.
10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს  კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.
11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
12. ორი ფოტოსურათი.
13. ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“

ასისტენტის თანამდებობაზე კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
2. ავტობიოგრაფია /CV.
3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.
4. სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა).
5. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6.   პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
7.  ორი ფოტოსურათი.
8. ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“
 
კონკურსანტთა საბუთები მიიღება უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14),  2025 წლის 28 ივლისიდან  04  აგვისტოს ჩათვლით 17  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა).   კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 06 აგვისტოს (საბუთების განხილვა),  08 აგვისტოს  გასაუბრება/პრეზენტაცია.