კონკურსი ,,ვეტერინარიის“ ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ასისტენტ პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2025 წლის 26 ივნისიდან აცხადებს კონკურსს ,,ვეტერინარიის“ ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამაზე ასისტენტ პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
,,ვეტერინარიის“ ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
ა) ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.
2. გასაუბრება/პრეზენტაცია.
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 წლის ვადით.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი ხელშეკრულებით.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
2. სამოტივაციო წერილი.
3. ავტობიოგრაფია.
4. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.
5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.
7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.
8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.
10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.
11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
12. ორი ფოტოსურათი.
13. ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“
კონკურსანტთა საბუთები მიიღება უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2025 წლის 28 ივლისიდან 04 აგვისტოს ჩათვლით 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა). კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 06 აგვისტოს (საბუთების განხილვა), 08 აგვისტოს გასაუბრება/პრეზენტაცია.