ტრენინგი თემაზე: სწავლის პროცესი - ციფრული პედაგოგიკის ადაპტირება ციფრული განათლებისთვის.
2025 წლის 16-18 ივნისს, Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRODIGE “PROmoting high-quality DIGital Education in Georgia” ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ სამდღიან ტრენინგში თემაზე: სწავლის პროცესი - ციფრული პედაგოგიკის ადაპტირება ციფრული განათლებისთვის.
ტრენინგების სერია ჩატარდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში და მასში მონაწილეობა მიიღეს კონსორციუმის წევრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა. ტრენინგებს უძღვებოდნენ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
პროექტი PRODIGE არის 3-წლიანი სტრუქტურული რეფორმის პროექტი, რომელიც ორგანიზებას უწევს მაღალი ხარისხის ციფრული განათლების (DE) დანერგვას საქართველოში.
როექტის მხარდამჭერია ესტონეთის ხარისხისა და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტო და უნივერსიტეტების ქსელი, პროექტში ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 10 უმაღლესი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება და პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ბელგიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და ხორვატიიდან. პროექტის კოორდინატორია ბელგიური ორგანიზაცია EFMD.
From June 16–18, 2025, representatives of Shota Meskhia Zugdidi State University participated in a three-day training on the topic: The Learning Process — Adapting Digital Pedagogy for Digital Education, within the framework of the Erasmus+ institutional development project PRODIGE (“PROmoting high quality DIGital Education in Georgia”).
The training series was held at Batumi State Maritime Academy and was attended by the higher educational institution representatives of the project consortium. The sessions were led by the experts from Tallinn Technology University.
The PRODIGE project is a three-year structural reform initiative aimed at facilitating the implementation of high-quality digital education (DE) in Georgia.
The project is supported by the Estonian Quality and International Accreditation Agency and a network of universities. It involves the Ministry of Education, Science, and Youth of Georgia, the National Center for Educational Quality Enhancement, ten Georgian higher education institutions, and partner educational institutions from Belgium, Estonia, Spain, and Croatia. The project is coordinated by EFMD.