სტუდფესტი 2025“-ის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროექტი - „ზეპირი მემკვიდრეობა“ განახორციელეს.
სტუდფესტი 2025“-ის ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული მოხალისეობის კონკურსი გრძელდება. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროექტი - „ზეპირი მემკვიდრეობა“ განახორციელეს.
ფესტივალის ფარგლებში სტუდენტები სამეგრელოს სოფლებში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივი უხუცესი მაცხოვრებლებისგან მივიწყებული მითები და თქმულებები მოისმინეს. მოძიებული მასალების საფუძველზე კი გამოსცეს ბროშურა და შექმნეს სამაგიდო თამაში - „მთის აჩრდილი“, რომლის მთავარი გმირები არიან: ტყაში მაფა, ოჩოკოჩი, წყარიშ მაფა, მესეფი.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ,,სტუდფესტის“ მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს პროექტის შესახებ და პრეზენტაციასთან ერთად, ბროშურისა და სამაგიდო თამაშის პირველი ბეჭდური ვერსია წარმოადგინეს.
პროექტის მიზანია ზეპირსიტყვიერად შემორჩენილი მითოლოგიური თქმულებების სისტემატიზაცია და პოპულარიზაცია.