საჯარო ლექციას თემაზე ''ფსიქოსომატიკა'
საჯარო ლექციას თემაზე ''ფსიქოსომატიკა'' უძღვებოდა კესო სოსელია - ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ქცევის თერაპევტი. საჯარო ლექცია ორგანიზებულია ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის მიერ.
27|06|2025.
ფსიქოსომატიკა არის მეცნიერების დარგი, რომელიც იკვლევს ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობების გავლენას ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ის აერთიანებს ფსიქოლოგიისა და მედიცინის მიდგომებს და ცდილობს გაიგოს, როგორ იქმნება ან ძლიერდება ფიზიკური დაავადებები ფსიქიკური ფაქტორების — შფოთვის, სტრესის, დეპრესიის, ემოციური ტრავმის ან გადაუჭრელი შინაგანი კონფლიქტების — ზემოქმედებით.