შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო  უნივერსიტეტი  2025 წლის  19 ივლისიდან აცხადებს კონკურსს რექტორის მოადგილის ვაკანტური  ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად  

მიმდინარეობს საიტის განახლება

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო  უნივერსიტეტი  2025 წლის  19 ივლისიდან აცხადებს კონკურსს რექტორის მოადგილის ვაკანტური ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად
 
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: 

   1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.
   2. გასაუბრება.  
  

რექტორის მოადგილედ შეიძლება არჩეულ იქნეს უნივერსიტეტის პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი,  რომელსაც აქვს ადმინისტრაციულ/ აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის  არანაკლებ ოთხი წლის გამოცდილება. 

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
2. ავტობიოგრაფია /cv.
3. სამოქმედო გეგმა.
4. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან/და ცნობა სამსახურიდან.
5. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
6. ორი ფოტოსურათი.

კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2025 წლის 20 აგვისტოდან 2025 წლის 25 აგვისტოს   ჩათვლით  (შაბათ-კვირის გარდა). კონკურსი ჩატარდება 2025 წლის  27 აგვისტოს  (საბუთების განხილვა/გასაუბრება).