შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

მიმდინარეობს საიტის განახლება

გაცნობებთ, რომ მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/ რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 25 აგვისტოდან - 2025 წლის 9 სექტემბრის 18.00 საათამდე.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

საბაკალავრო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • სამართალი;
  • ფარმაცია;
  • სკოლამდელი განათლება (პრიორიტეტული/ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა);
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  • საჯარო მმართველობა (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა);
  • ქართული ფილოლოგია (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა);
  • ისტორია (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა);
  • ინგლისური ფილოლოგია (პრიორიტეტული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა).

სამაგისტრო პროგრამები:

  • მცირე ბიზნესის მართვა;
  • ქართული ლიტერატურის ისტორია.

ხუთწლიანი ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო პროგრამები:

  • ვეტერინარია (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა);                                 
  • ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების პროგრამა (პრიორიტეტული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა -ვაკანტური).

ყველა პროგრამა აკრედიტებულია.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უსდ-ში ჩარიცხვის/სტატუსის შეჩერების/აღდგენის ბრძანებ(ებ)ის დამოწმებული ასლები;
  • სამხედრო მიწერის მოწმობა;
  • სასწავლო ბარათი;
  • პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ასლები.

მობილობის  მსურველებმა  დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 20 სექტემბრამდე  საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, მთავარი კორპუსი, მესამე სართული, ოთახი 302.  საკონტაქტო ტელეფონი  595097214;