ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი

მიმდინარეობს საიტის განახლება

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი
კრიტერიუმები:

  • ასაკი: 18-25 წლის;
  • უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან/და სტუდენტური/ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი;
  • უნდა ჰქონდეს ბანაკში მონაწილეობის მოტივაცია;
  • 2023-2024 წლებში, არ უნდა იყოს ნამყოფი სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ანაკლიისა და შაორის “ახალგაზრდულ ბანაკებში”.

ბანაკის პროგრამა 5 დღისგან შედგება და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში. საბანაკე პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები განხორციელდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით.

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკის მორიგ ნაკადში მონაწილეობისთვის და რეგისტრაციის გასასვლელად მიმართეთ უნივერსიტეტის ახალგაზრდულ საქმეთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.