"მწვანე პროფესია - დეკორატიული მებაღეობა მომავლისთვის”

მიმდინარეობს საიტის განახლება

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "დეკორატიული მებაღეობის" ღია კარის დღე.
ღია კარის დღე მოიცავდა ბაღის გაშენების იდეისა და პროექტის მიზნის მოკლედ წარდგენას, მცენარეების პრეზენტაციას, მონაწილეების ჯგუფებად გაყოფას და პრაქტიკულ სამუშაოებს, რაც გულისხმობს აქტიური გამწვანების კომპონენტს - ბაღის გაშენებას - მიწის მომზადება, მცენარეების დარგვა, წყლის მიწოდება და საბოლოო ჯამში დეკორატიული კუთხის შექმნა.

ღონისძიება ჩატარდა პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერილი პროექტის “მწვანე პროფესია - დეკორატიული მებაღეობა მომავლისთვის” ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავდა “დეკორატიული მებაღეობის” პროფესიის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას როგორც ახალგაზრდებში, ისე კარიერის შეცვლით დაინტერესებულ ზრდასრულ მოსახლეობაში.

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,დეკორატიული მებაღეობა’’ 2019 წლიდან დუალური მიდგომით ხორციელდება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან პარტნიორობით. დუალური სწავლება გულისხმობს თეორიული ცოდნის მიღებას უნივერსიტეტში და პრაქტიკული გამოცდილების შეძენას რეალურ სამუშაო გარემოში - ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, რაც უზრუნველყოფს მაღალ კვალიფიკაციას და დასაქმების შესაძლებლობებს