სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების (ASTI) საპილოტე პროექტის შედეგების პრეზენტაცია

მიმდინარეობს საიტის განახლება

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიწვეულია საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით 2025 წლის 22-23 ივლისს საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც შეეხება სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების (ASTI) საპილოტე პროექტის შედეგების პრეზენტაციას და სამუშაო შეხვედრას, ორგანიზებულს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება ერთდღიანი ტექნიკური ტრენინგი, რომელიც მიეძღვნება სოფლის მეურნეობის კვლევისა და განვითარების (R&D) ინდიკატორების შემუშავების საკითხებს — როგორც საქართველოს, ასევე ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის მასშტაბით.