ინტეგრირებული პროგრამების სტუდენტებისთვის მიღწეული ზოგადი განათლების შედეგების დადასტურების პროცესი იწყება
ინტეგრირებული პროგრამების სტუდენტებისთვის მიღწეული ზოგადი განათლების შედეგების დადასტურების პროცესი იწყება
უნივერსიტეტში ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022 წელს ჩარიცხულ სტუდენტთა მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის შედეგების დადასტურების პროცესი გაიმართება 2025 წლის 28 ივლისს სენაკის ბაზაზე და 29 ივლისს ზუგდიდის ბაზაზე.
პროცესის ორგანიზების მიზნით შექმნილია ე.წ. დადასტურების კომისიები, რომლებიც დაკომპლექტებულია საგნობრივი მოდულების განმახორციელებელი პირებითა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.
დადასტურება ჩატარდება პირისპირ რეჟიმში, ინტერვიუს ფორმატით და ემსახურება სტუდენტის მიერ მიღწეული ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების შეფასებას.
აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვანია, როგორც პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისთვის, ისე სტუდენტთა მომავალი საგანმანათლებლო საფეხურებზე წარმატებული გადასვლის უზრუნველსაყოფად.