2025 წლის 21 ივლისს სენაკში ჩატარდება „მეფუტკრეობის“ პროგრამის სტუდენტების საკვალიფიკაციო გამოცდა

მიმდინარეობს საიტის განახლება

2025 წლის 21 ივლისს სენაკში ჩატარდება „მეფუტკრეობის“ პროგრამის სტუდენტების საკვალიფიკაციო გამოცდა

2025 წლის 21 ივლისს უნივერსიტეტის პროფესიული განათლების სენაკის ცენტრის ბაზაზე გაიმართება „მეფუტკრეობის“ დუალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2022 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის   საკვალიფიკაციო გამოცდა.

გამოცდის ფორმატს წარმოადგენს თეორიული ტესტირება და პრაქტიკული დავალება დაკვირვებით:
საკვალიფიკაციო გამოცდა სტუდენტისთვის  არის დასკვნითი შეფასების ფორმა, რომელიც ტარდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას და ემსახურება სტუდენტის მიერ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შემოწმებასა და დადასტურებას.

საკვალიფიკაციო გამოცდას ჩაატარებს სპეციალურად შექმნილი საკვალიფიკაციო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან: პროფესიული პროგრამის წარმომადგენელი, პარტნიორი საწარმოს წარმომადგენელი და დარგის მოწვეული სპეციალისტი.
მეფუტკრის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი  შესაძლოა დასაქმდეს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ ორგანიზაციებში, აგრეთვე შესაძლებელია იყოს თვითდასაქმებული და მართავდეს საკუთარ მეურნეობას.