ევროსტუდენტის მეცხრე ტალღის კვლევა
სტუდენტთა საყურადღებოდ!
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ევროსტუდენტის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ევროსტუდენტის მეცხრე ტალღის კვლევა, რომლის მიზანია შეისწავლოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მათი ცხოვრების პირობები, სწავლასთან და საერთაშორისო მობილობასთან დაკავშირებული საკითხები (უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ევორსტუდენტის საერთაშორისო კონსორციუმისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებ-გვერდებს მისამართებზე: https://www.eurostudent.eu; mes.gov.ge).
ევროსტუდენტის მე-9 ციკლის (2025-2027) ფარგლებში საქართველოში მონაცემთა შეგროვების ეტაპი დაიწყო ელექტრონულად 2025 წლის 15 აპრილიდან.
გთხოვთ, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ კვლევაში. ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს მონაცემთა შეგროვების პროცესის ევროსტუდენტის კვლევის კონსორციუმის მიერ დადგენილი სტანდარტით დასრულებას.
სტუდენტებს შეგიძლიათ კვლევაში ჩართვა შემდეგ ბმულზე გადასვლით: https://eurostudent.ncer .gov.ge/

