დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "დეკორატიული მებაღეობის" ღია კარის დღე.

მიმდინარეობს საიტის განახლება

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "დეკორატიული მებაღეობის" ღია კარის დღე.

ღია კარის დღე მოიცავდა ბაღის გაშენების იდეისა და პროექტის მიზნის მოკლედ წარდგენას, მცენარეების პრეზენტაციას, მონაწილეების ჯგუფებად გაყოფას და პრაქტიკულ სამუშაოებს, რაც გულისხმობს აქტიური გამწვანების კომპონენტს - ბაღის გაშენებას - მიწის მომზადება, მცენარეების დარგვა, წყლის მიწოდება და საბოლოო ჯამში დეკორატიული კუთხის შექმნა.

ღონისძიება ჩატარდა პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერილი პროექტის “მწვანე პროფესია - დეკორატიული მებაღეობა მომავლისთვის” ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავდა “დეკორატიული მებაღეობის” პროფესიის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას როგორც ახალგაზრდებში, ისე კარიერის შეცვლით დაინტერესებულ ზრდასრულ მოსახლეობაში.

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,დეკორატიული მებაღეობა’’ 2019 წლიდან დუალური მიდგომით ხორციელდება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან პარტნიორობით. დუალური სწავლება გულისხმობს თეორიული ცოდნის მიღებას უნივერსიტეტში და პრაქტიკული გამოცდილების შეძენას რეალურ სამუშაო გარემოში - ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, რაც უზრუნველყოფს მაღალ კვალიფიკაციას და დასაქმების შესაძლებლობებს.

                  518321160_1154480183379826_112019075663448227_n.jpg 518325172_1154478423380002_7830183278520301851_n.jpg 518363340_1154489856712192_8970138110251999822_n.jpg

                  518351273_1154480526713125_8432612369294367964_n.jpg 517420182_1154481466713031_8478388840821609281_n.jpg 518304248_1154478946713283_9013348463983909755_n.jpg