პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 1 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება

მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 1 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

2025 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო და კერძო დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ.

იხილეთ ვრცლად: https://mes.gov.ge/content.php?id=14179&lang=geo..