სახელმწიფო სასწავლო გრანტი..

მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობენ საქართველოს უმაღლეს დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, განისაზღვრა სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით განცხადებების წარდგენის ვადა: 2025 წლის 15 აგვისტოდან 2025 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით.
განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი ან/და სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული პირადი ნომერი;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საფუძველზე აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, განმცხადებლის ჩარიცხვას.

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება შესაძლებელია თუ განმცხადებელს სტუდენტთა რეესტრში 2025 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით უფიქსირდება „აქტიური“ სტუდენტის სტატუსი. განცხადებები უნდა იქნეს წარდგენილი სსიპ-განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.