უნივერსიტეტმა მორიგ Erasmus+ის ინსტიტუციური განვითარების საერთაშორისო პროექტში გაიმარჯვა, პროფესიულ განათლებაში პირველი Erasmus+ CB VET.

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მორიგ Erasmus+ის ინსტიტუციური განვითარების საერთაშორისო პროექტში გაიმარჯვა, პროფესიულ განათლებაში პირველი Erasmus+ CB VET.

პროექტის დასახელება: “PrecAgri4All - Empowering Smallholders through Precision Agriculture Training to Bridge the Technology Gap in Ukraine and Georgia". პროექტის ხანგრძლივობა: 36 თვე.

PrecAgri4All ნიშნავს მომავლის სოფლის მეურნეობას – ჭკვიან, ეკოლოგიურად პასუხისმგებელ და მდგრად ფერმერობას.

PrecAgri4All პროექტი მიზნად ისახავს პროფესიული განათლებისა და გადამზადების (VET) სისტემების მოდერნიზაციას უკრაინასა და საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების ინტეგრირების გზით.

პროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან („Farm to Fork სტრატეგიასთან, ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებასთან“, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკასთან) და ემსახურება პროფესიული განათლებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის გაძლიერებას, დიგიტალური ტრანსფორმაციის ხელშეწყობასა და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას.

Project Title: "PrecAgri4All - Empowering Smallholders through Precision Agriculture Training to Bridge the Technology Gap in Ukraine and Georgia". Project duration: 36 months.

The PrecAgri4All project seeks to modernize VET systems in Ukraine and Georgia by integrating Precision Agriculture (PA) technologies and methodologies.

Aligned with EU priorities (Farm to Fork Strategy, EU Green Deal, Eastern Partnership policy), PrecAgri4All strengthens VET-industry collaboration, digital transformation, and sustainable farming, ensuring that future agricultural professionals are equipped for a competitive, resilient, and environmentally responsible sector.