პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს კონკურსს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის პირველ ეროვნულ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.
ინიციატივის მიზანია სტუდენტებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლისა და მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი სამართლებრივი ანალიზისა და არგუმენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება, ასევე პროფესიული კონტაქტების ქსელის შექმნა.
იმიტირებულ შეჯიბრში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს V სემესტრიდან. თითოეულ სტუდენტს შეუძლია წარადგინოს რამდენიმე გუნდი, რომელიც უნდა შედგებოდეს ერთი და იმავე უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტისგან.
შეჯიბრის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დადასტურებელი სერტიფიკატი და თემატური ლიტერატურა, ხოლო გამარჯვებული გუნდის წევრები მოიპოვებენ შესაძლებლობას გაიარონ სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თბილისის ოფისში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: competition2025@pdps.ge უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი გუნდის შემადგენლობის თაობაზე, სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა და პირადობის მოწმობის ასლი.