უნივერსიტეტი 2025 წლის  09 ოქტომბრიდან აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური აკადემიური   თანამდებობების  დასაკავებლად

მიმდინარეობს საიტის განახლება

სსიპ შოთა  მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2025 წლის  09 ოქტომბრიდან აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური აკადემიური   თანამდებობების  დასაკავებლად

საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:

  1. ასოცირებული პროფესორი 1 საშტატო ერთეული (ფილოსოფიის დოქტორი).
  2. ,,ინფორმაციული ტექნოლოგიებისსაბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) ასოცირებული პროფესორი 1 საშტატო ერთეული .

,,ვეტერინარიის“ ინტეგრირებული  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) ასოცირებული პროფესორი - 4 საშტატო ერთეული (ვეტერინარიის დოქტორი) .

ბ)  ასისტენტ- პროფესორი - 3 საშტატო ერთეული (ვეტერინარიის დოქტორი).        

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

  2. გასაუბრება/პრეზენტაცია.   

 ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

 ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

 აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი  ხელშეკრულებით.

  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. ავტობიოგრაფია /CV.

3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

4. აკადემიური მიმართულებით განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია

5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების  სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს  კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ორი ფოტოსურათი.

 კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14),  2025 წლის  11 ნოემბრიდან    2025 წლის  20 ნოემბრის  ჩათვლით  17:30  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა). 

  კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 25 ნოემბერს (საბუთების განხილვა), 27 ნოემბერს  (გასაუბრება/ პრეზენტაცია).