უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ „Erasmus+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილ პერსონალის ტრენინგში, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

მიმდინარეობს საიტის განახლება

2025 წლის 6-7 ოქტომბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ „Erasmus+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „RE-DIRECTION - Redefining higher education in a digital context, while promoting common, inclusive, and sustainable framework based on EU best practices and policy recommendations“ ფარგლებში დაგეგმილ პერსონალის ტრენინგში, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში, პროექტის ქართველი და უცხოელი პარტნიორი დაწესებულებების წარმომადგენლები ერთობლივად მონაწილეობდნენ ინტერაქციულ ვორქშოფებში, რომელიც ინკლუზიურობის, დიგიტალიზაციისა და მდგრადობის საკითხებს მიეძღვნა.

ინტერაქციულ სესიებთან ერთად, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტის ლაბორატორიები და პროექტის კოორდინატორთან ერთად განეხილათ დაგეგმილი შემდგომი ღონისძიებები.

პროექტი RE-DIRECTION, რომლის ხანგრძლივობაც სამ წელს შეადგენს, მიზნად ისახავს, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მეთოდოლოგიის ჩარჩოსა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას, მწვანე კომპეტენციებისა და მეთოდების თვალსაზრისით სიახლეების დანერგვას, მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის კუთხით არსებული მიდგომების გაუმჯობესებაზე მუშაობას და სხვა მრავალ აქტივობას.

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

On October 6–7, 2025, representatives of Shota Meskhia Zugdidi State University participated in a staff training organized within the framework of the Erasmus+ Capacity Building project “RE-DIRECTION – Redefining higher education in a digital context, while promoting a common, inclusive, and sustainable framework based on EU best practices and policy recommendations.” The two-day training was hosted by Ilia State University.

During the training, representatives of Georgian and international partner institutions took part in interactive workshops focused on inclusivity, digitalization, and sustainability.

In addition to the interactive sessions, participants had the opportunity to visit the university laboratories and, together with the project coordinator, discuss the upcoming planned activities.

The project RE-DIRECTION is planned to be executed in a period of 3 years. It is oriented on creating methodological framework and policy recommendations on digital transformation, implementing innovative steps in the field of green competencies and methods and improving the existing approaches to inclusivity of migrants and IDPs.

Funded by the European Union. Views and opinions expressed are however those of the author(s) only and do not necessarily reflect those of the European Union or European Education and Culture Executive Agency (EACEA). Neither the European Union nor the European Education and Culture Executive Agency can be held responsible for them.

                               558307419_1134201108691266_8222599243325886589_n.jpg 558403721_1134201112024599_1418505010156552149_n.jpg 558987927_1134201105357933_8221882410181243075_n.jpg