პროფესიული უნარების სააგენტო

მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში "საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტებისთვის" მობილობა მოიპოვა სალომე ფიფიამ, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტმა და სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება ფინეთში.

საერთაშორისო სასწავლო ვიზიტის მიზანია ინკლუზიური განათლების ეფექტური პრაქტიკისა და პროფესიული განვითარების მექანიზმების გაცნობა, ადგილობრივ კოლეჯებში ვიზიტი და იმ მიდგომების შესწავლა, რომლებიც უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტთა ინტეგრაციასა და მხარდაჭერას.