ციფრული მარკეტინგი და ონლაინ ბრენდინგი“ .

მიმდინარეობს საიტის განახლება

ციფრული მარკეტინგი და ონლაინ ბრენდინგი  არაფორმალური 40 საათიანი სასწავლო კურსი. რეგისტრაცია იწარმოებს 21 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://shorturl.at/D9lS5
კურსის დაწყების თარიღი: 17 ნოემბერი.
კურსს გაუძღვება: თამრიკო გოგია - ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი. დიმა სიჭინავა - საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი.

კურსის მიზანია მონაწილეებში ციფრული წიგნიერების, მეწარმეობის, კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება. მონაწილეები გაეცნობიან ციფრული მარკეტინგის თანამედროვე პრაქტიკებს, სოციალური მედიის მართვის ინსტრუმენტებს, კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიებს, ვიზუალური დიზაინის შექმნას (Canva/Figma), ონლაინ რეკლამირების პრინციპებს (Meta Business Suite) და მარტივი ვებსაიტების შექმნას (Wix).
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს პროფესიული სტუდენტები, NEET (პირები, რომლებიც არ სწავლობენ, არ მუშაობენ და არ გადიან რაიმე ტიპის გადამზადებას) კატეგორიის ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები და თემში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ან სოციალურად მოწყვლადი პირები.
კურსი ხორციელდება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „პროფესიულ განათლებაში საკვანძო კომპეტენციების მიზნით შემუშავებული არაფორმალური საგანმანათლებლო კურსი“ ფარგლებში.