მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო თეორიული კონფერენცია.
მიმდინარეობს საიტის განახლება
10 ნოემბერს მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო თეორიული კონფერენცია. ამ თარიღის აღნიშვნა მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში მეცნიერების როლის გაძლიერებას, უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევების შესახებ პერსონალისა და სტუდენტების ინფორმირებას. ამ კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო კვლევების შედეგების, სამეცნიერო პროექტების, ბეჭდური პროდუქციის პრეზენტაციებს.

.jpg)

