უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ზუგდიდის ცენტრში და პროფესიული განთლების სენაკის ცენტრში ჩატარდა მასტერკლასი
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ზუგდიდის ცენტრში და პროფესიული განთლების სენაკის ცენტრში ჩატარდა მასტერკლასი: “AI — ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები პროფესიული მასწავლებლისთვის: როგორ ამარტივებს AI სწავლების პროცესს”. 27, 28 ოქტომბერი, 2025.
მასტერკლასის მიზანი იყო პროფესიული მასწავლებლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა განათლების პროცესში; როგორ შეუძლიათ AI ინსტრუმენტების დახმარებით გაიმარტივონ გაკვეთილების დაგეგმვა, შეფასება და სასწავლო რესურსების შექმნა. შეხვედრა მოიცავდა რეალურ მაგალითებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს და დისკუსიებს თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების შესახებ.

