ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM) ორგანიზებით მიმდინარეობს 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
5 ნოემბერი - 10 დეკემბერი| ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM) ორგანიზებით მიმდინარეობს 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. კამპანია ოფიციალურად გაიხსნა ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კამპანიის ფარგლებში გაიმართა ასოცირებული პროფესორის ნუგზარ სარიას საჯარო ლექცია თემაზე: ”ძალადობის საკანონმდებლო განმარტება“ და მოიცავდა გენდერული ძალადობის თავისებურებებს; ოჯახში ძალადობის განმარტებას და მის სხვადასხვა სახეობებს; ფემიციდს; ციფრულ ძალადობას. ასევე, სტუდენტების მიერ მომზადდა ფორუმ-თეატრის სპექტაკლი გენდერული ძალდობის თემაზე და შემდეგ ღონისძიება გაგრძელდა აქტივობებით: ჯგუფური სავარჯიშოები, წერილობითი შეტყობინებები მომავლისთვის და “ნარინჯისფერი კაფე“, სადაც არაფორმალური დისკუსიები გაიმართა.




