სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 2025 წლის 06 დეკემბრიდან აცხადებს არჩევნებს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 2025 წლის 06 დეკემბრიდან აცხადებს არჩევნებს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად.
კანდიდატების განაცხადების განხილვის შემდეგ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 5 წლის სტაჟი. კანდიდატმა სხვა საბუთებთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე;
- უნივერსიტეტის განვითარების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა;
- სამოტივაციო წერილი;
- ავტობიოგრაფია/CV;
- დიპლომის/ების ასლი;
- სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერტიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან კანდიდატის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- 2 ც ფოტოსურათი ¾.
- ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 08 დეკემბრის 10.00 საათზე და გაგრძელდება 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით 17.30 საათამდე. მისამართზე: ქ.ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. N 14, (აკადემიური საბჭოს სამდივნო). რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 2025 წლის 12 დეკემბერს ჩატარდება.

