უნივერსიტეტში ,,იდეების განვითარების კლუბმა“ ფუნქციონირება დაიწყო

მიმდინარეობს საიტის განახლება

უნივერსიტეტში ,,იდეების განვითარების კლუბმა“ ფუნქციონირება დაიწყო.
„ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამების „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის“ კომპონენტის ფარგლებში,  უნივერსიტეტსა და (ა)აიპ პროფესიული უნარების სააგენტოს  შორის  გაფორმებული  საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად  ხორციელდება პროექტი ,,ინიციატივა განვითარებისთვის". 
პროექტის ფარგლებში დაფუძნდა ,,უნარების განვითარების კლუბი“, რომელიც პროფესიულ სტუდენტს, სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს აერთიანებს. კლუბი წარმოადგენს მულტიფუნქციურ ექსტრაკურიკულურ საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც დაფუძნებულია არაფორმალური განათლებისა და თანატოლური მენტორობის პრინციპებზე.  მისი მიზანია  მრავალფეროვანი არაფორმალური და ექსტრაკურიკურული  აქტივობების მეშვეობით ხელი შეუწყოს სამიზნე ჯგუფის (მოსწავლე, სტუდენტი, მშობელი) ციფრული, სამეწარმეო, სოციალური, ფსიქოემოციური და ფიზიკური უნარების კომპლექსურ გაძლიერებას.