უნივერსიტეტში პროფესიული სტუდენტებისთვის არაფორმალური კურსის განხორციელება დაიწყო
უნივერსიტეტში პროფესიული სტუდენტებისთვის არაფორმალური კურსის განხორციელება დაიწყო. ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამების სტუდენტური, პრესტუდენტური სერვისების, კვლევის, ანალიტიკისა და ინკლუზიური განვითარების კომპონენტის ხელშეწყობის ფარგლებში, ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაფინანსდა უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული პროფესიულ განათლებაში საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული არაფორმალური საგანამნათლებლო კურსი „ციფრული მარკეტინგი და ონლაინ ბრენდინგი". სასწავლო პროცესი პირველი ნაკადისთვის დაიწყო 2025 წლის 21 ნოემბრიდან . პროექტი განხორციელდება 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია აღნიშნული კურსის სამი ნაკადისთვის შეთავაზება.
კურსის მიზანია მონაწილეებში ციფრული წიგნიერების, მეწარმეობის, კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება. მონაწილეები გაეცნობიან ციფრული მარკეტინგის თანამედროვე პრაქტიკებს, სოციალური მედიის მართვის ინსტრუმენტებს, კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიებს, ვიზუალური დიზაინის შექმნას (Canva/Figma), ონლაინ რეკლამირების პრინციპებს (Meta Business Suite) და მარტივი ვებსაიტების შექმნას (Wix). კურსი დაფუძნებულია არაფორმალური განათლების მეთოდებზე, რაც უზრუნველყოფს პრაქტიკულ გამოცდილებას და შემოქმედებითი უნარების გაძლიერებას.

