პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა სკოლის მოსწავლეებისათვის
„ა(ა)იპ -პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამების სტუდენტური, პრესტუდენტური სერვისების, კვლევის, ანალიტიკისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში უნივერსიტეტის სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისა და სსიპ ქალაქ აბაშის №2 საჯარო სკოლაში ახორციელებს პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსებს ,,საინფორმაციო ტექნოლოგიებსა“ და ,,საექთნო საქმეში“.
უნივერსიტეტს პროფესიული განათლების ხელშეწყობის ფარგლებში საორიენტაციო და სასერტიფიკატო კურსების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. მისი მიზანია მოსწავლეს მისცეს საშუალება: ერთის მხრივ გამოსცადოს პროფესიულ აქტივობათა ციკლი, ხოლო მეორე მხრივ ტიპიური სამუშაო რუტინა. ასევე გამოიყენოს სპეციფიკური აღჭურვილობა, ინსტრუმენტები და მასალები პროფესიით განსაზღვრული პროდუქტებისა და შედეგების მიღების მიზნით

